შესვლა

burger

ნაპოლი კვარას ხელფასს სამჯერ გაუზრდის?!

ფონტის ზომა
TT

ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით შენარჩუნება სურს.

 

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის. მისი ეს სურვილი კიდევ უფრო გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ სეზონის შედეგად ნეაპოლური კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. თუმცა, ის და მისი მამა, ბადრი კვარაცხელია თანხმდებიან, რომ ნაპოლიში კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩენა მის ზრდას შეუწყობს ხელს.

 

კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კარგად ხვდება, რომ ქართველი ვარსკვლავის შენარჩუნებისთვის მისთვის სოლიდური ფინანსური შეთავაზების გაკეთება მოუწევს და იწერება, რომ ამის გაკეთებას აპირებს, რადგან ხვიჩას სიმშვიდეს და დადებით განწყობას აფასებს.

 

მხარეები სეზონის დასრულების შემდეგ ახალ კონტრაქტზე დაილაპარაკებენ. დიდი ალბათობით, ნაპოლი კვარას ხელფასს სამჯერ გაუზრდის - მოქმედი ხელშეკრულებით ქართველის წლიური ანაზღაურება დაახლოებით 1.5 მილიონი ევროა, ახლით კი, ბონუსების გათვალისწინებით, 4.5 მილიონი ევრო იქნება. 

 

ჩაკორექტირდება ასევე კონტრაქტის მოქმედების ვადაც - მოქმედი ხელშეკრულება 2027-მდეა გათვლილი, ახალი კი დიდი ალბათობთ ერთი ან ორი წლით ხანგრძლივი იქნება. ასევე, არ გამოირიცხება კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერაც - იგივე შემთხვევა იყო ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაშიც, რომელმაც ახლახანს გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა 120/130 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი და სავარაუდოდ, ზაფხულში ამ თანხას რომელიმე კლუბი გადაიხდის. ამ ეტაპზე, ჩელსის და პსჟ-ს ინტერესზე იწერება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.