შესვლა

burger

ნაპოლი ასტონ ვილას მოთამაშეს იმატებს

ფონტის ზომა
TT

ნაპოლიმ ასტონ ვილას ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა.

 

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლეანდერ დენდონკერი 6-თვიანი იჯარის წესით პარტენოპეიში ითამაშებს.

 

ზაფხულში იტალიელებს ბელგიელის გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

 

28 წლის ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის და გუნდს შეუერთდება.

 

ბელგიის ნაკრების წევრი ასტონ ვილას 2022 წელს ვულვზიდან შეუერთდა, სადაც 2019 წლიდან თამაშობდა. მანამდე კი დენდონკერი 6 წლის განმავლობაში ანდერლეხტის ღირსებას იცავდა.

 

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მოთამაშეს 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.