შესვლა

burger

MVP-ების დუელში იოკიჩმა იმარჯვა

ფონტის ზომა
TT

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს დენვერ ნაგეთსი მილოუკი ბაქსს დაუპირისპირდა და მეტოქე 113-107 დაამარცხა.

 

რა თქმა უნდა, მატჩში შედგა გუნდების გამორჩეული მოთამაშეების დუელი. ნიკოლა იოკიჩმა სეზონში თავისი მორიგი, მეთოთხმეტე სამმაგი დუბლი მიითვალა. სერბმა 39 წუთში 25 ქულა, 16 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

 

 

 

რაც შეეხება იანის ანტეტოკუნმპოს, ბერძენმა 37 წუთში 29 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

 

 

 

დენვერის მხრიდან გამორჩეული იყო ჯამალ მარიც, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა და ბაქსს 35 ქულა ჩაუგდო.

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ მილოუკის მწვრთნელის რანგში დოკ რივერსის დებიუტი შედგა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, წარუმატებელი.

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.