შესვლა

burger

მწვრთნელმა დაადასტურა - ტოუნი სასტარტოში დაიწყებს

ფონტის ზომა
TT

ბრენტფორდის მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ აივან ტოუნი ნოტინგემთან სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

 

"ის 8 წლის ბავშვივითაა, რომელსაც თავისი პირველი საფეხბურთო მატჩის ჩატარება სურს.

 

მის თვალებში დიდი აღტაცებაა. გეტყვით, რომ ხვალ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება და გუნდს უკაპიტნებს." - განაცხადა ტომას ფრანკმა.

 

შეგახსნებთ, რომ ინგლისელ თავდამსხმელს ფსონების განთავსების გამო 8-თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რომელსაც ვადა ოფიციალურად გუშინ გაუვიდა, შესაბამისად ბრენტფორდს მთავარი შემტევი ძალა დაუბრუნდა.

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.