Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას ეთიკის კომიტეტმა სამუელ ეტოოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
The Athletic-ის ინფორმაციით, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, კორუფციას, ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობას და იმ ხალხის მიმართ მუქარას ედავებიან, ვინც მის პოზიციას არ იზიარებს.
ამ საქმეში მოწმის როლს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მეთაური, ნიალა კუან ჯუნიორი ასრულებს. მისი თქმით, ეტოო ადგილობრივი ჩემპიონატის ბევრი მატჩის ბედზე ახდენდა გავლენას და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ შორის მას თავადაც, ემუქრებოდა.
კამერუნის ფეხბურთის ექს-მეთაური ამტკიცებს, რომ ეტოომ NQSA-ს და Kumba City FC-ს მატჩი „დაარეჟისორა“. მისი თქმით, ეს მატჩი ადამიანობის ისტორიაში ყველაზე სკანდალური გამოვიდა, ეტოო კი შესვენებაზე მსაჯებს მითითებებს ისე აძლევდა, რომ ტელეფონი ხმამაღლა საუბარზე იყო ჩართული.
The Athletic-მა, თავის მხრივ, ხელში ჩაიგდო ელექტრონული წერილები, WhatsApp-ის შეტყობინებები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბარსელონას, ინტერის და სხვა კლუბების ექს-ფეხბურთელს, სხვადასხვა ეპიზოდებში სცნობს დამნაშავედ.
მაგალითად, კლუბ ვიქტორია იუნაიტედის მფლობელთან საუბარში, ეტოო მას პირდება, რომ პირველ დივიზიონში გადაიყვანს. ექს-ფეხბურთელის აუდიოჩანაწერში ისმის ფრაზა, რომ „არის გარკვეული რაღაცები“, რისი გაკეთებაც კლასში ამაღლებისთვის სრულიად შესაძლებელია.
სეზონის შედეგად, ვიქტორია იუნაიტედი კამერუნის უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მას შემდეგ, რაც ფედერაციამ ცხრილში მე-2 ადგილზე გასულ კლუბ სტად დე ბერტუას დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
ფიფამ და აფრიკული ფეხბურთის კონფედერაციამ საქმის მასალებზე გამოძიება დაიწყეს. თავის მხრივ, ეტოომ ჯერ კიდევ ივლისში უარყო რაიმე სახის შეხება ჩაწყობილ მატჩებთან.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები