Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს.
გერმანელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება თავად გამოაცხადა.
"ვხვდები, რომ ამ ინფორმაციის გაგება ბევრი ადამიანისთვის შოკია, მაგრამ ამის ახსნა შემიძლია.
მე აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს ამ კლუბის გარშემო, მიყვარს ქალაქი, გულშემატკივრები, გუნდი, სტაფი, მიყვარს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო.
მე ენერგია გამომელია. ახლა პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც მომენტში ამის თქმა მომიწევდა. ვიცი, რომ ისევ, ისევ და ისევ საქმეს ვერ გავაკეთებ.
იმ წლების შემდეგ, რომელიც ერთად გვქონდა, იმ დროის შემდეგ, რომელიც ერთად გავატარეთ და იმის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, პატივისცემა და სიყვარული თქვენდამი გაიზარდა და ამიტომ სიმართლის თქმა აუცილებელია, სიმართლე კი ესაა." - განაცხადა იურგენ კლოპმა.
კლოპი ლივერპულის მწვრთნელად 2015 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა.
მისი თავკაცობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, FA თასი, ლიგის თასი, უეფას სუპერ თასი და ქომუნითი შილდი მოიგო.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ