Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის სამეფო თასის 1/8-ფინალში ატლეტიკომ მადრიდულ დერბიში ვანდა მეტროპოლიტანოზე რეალს უმასპინძლა.
შეხვედრა სუპერთასის ნახევარფინალის მსგავსად, ძალიან დაძაბული გამოვიდა და მასპინძლების გამარჯვებით, დამატებით დროში, 4:2 დასრულდა.
ძირითადი დრო ფრედ 2:2 მორჩა - ატლეტიკო ლინოს და მორატას გოლებით წინ ორჯერ გაიჭრა, თუმცა ჯერ ობლაკის ავტოგოლით, შემდეგ კი ხოსელუს გოლით რეალმა თამაშში დაბრუნება ორივეჯერ შეძლო.
ერთი კვირის წინანდელი მატჩის მსგავსად, გუნდებმა საქმე ამჯერადაც დამატებით დროში გაარკვიეს, მაგრამ ამჯერად, გამარჯვებული ატლეტიკო გამოვიდა - მე-100 წუთზე გრიზმანმა ბრწყინვალე რეიდის შემდეგ როხიბლანკო წინ მესამედ გაიყვანა, წერტილი კი 119-ე წუთზე, რიკელმემ დასვა, როცა რეალი მთელი გუნდით წინ გაიქცა და კონტრშეტევა გაეპარა.
ამრიგად, კოპა დელ რეის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის რეალი, ამ სეზონში ტურნირს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა, ატლეტიკო კი მეოთხედფინალში გავიდა და თავის მომდევნო მეტოქეს წილისყრის შედეგად შეიტყობს.
კომენტარები
1 დღის წინ
19 საათის წინ
21 საათის წინ