Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონები 1/8 ფინალში გავიდნენ.
არინა საბალენკამ მე-3 რაუნდში უკრაინელი ლესია ცურენკო 2 სეტში გეიმის წაუგებლად (6-0, 6-0) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მოქმედ ჩემპიონს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 3 შეხვედრაში ჯერ სეტი არ წაუგია. მან ჯერ გერმანელი სეიდელი, ხოლო შემდეგ ჩეხი ფრუჰვირტოვა დაამარცხა 2 სეტში.
საბალენკა 1/8 ფინალში ამანდა ანისიმოვას დაუპირისპირდება, რომელმაც ესპანელი პაულა ბადოსა გამოთიშა ტურნირს.
რაც შეეხება, ნოვაკ ჯოკოვიჩს, სერბმა მე-3 რაუნდში არგენტინელი ეჩევერი 3 სეტში (6-3, 6-3, 7-6) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ადრიან მანარინოსა და ბენ შელტონს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
კომენტარები
20 საათის წინ
20 საათის წინ
13 დღის წინ
8 დღის წინ