Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ლეგენდარული ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ბოლო სეზონს ატარებდეს.
ესპანური გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, 38 წლის ხორვატი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება.
მოდრიჩის კარიერის გაგრძელების ვარიანტებად საუდის არაბეთი ან ამერიკული MLS სახელდება.
მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა რეალის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარები
3 დღის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ