Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, მო სალაჰმა აფრიკის თასზე ტრავმა მიიღო და თავდაპირველი ვარაუდით, ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩები უნდა გამოეტოვებინა.
თუმცა, ტრავმა იმაზე მძიმე გამოდგა, ვიდრე თავდაპირველად ექიმებმა ივარაუდეს. ამის გამო, ეგვიპტის ნაკრების ლიდერი ლივერპულში ბრუნდება და მკურნალობას კლუბის ექიმებთან გაივლის.
„თუ ის ფინალამდე გამოჯანმრთელდება, მაშინ, დიდი ალბათობით, აფრიკის თასზე დაბრუნდება.“ - ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ტვიტერზე.
2 ტურის შემდეგ ეგვიპტის ნაკრების ანგარიშზე 2 ქულაა და გუნდი მეორე ადგილს იკავებს. ბოლო ტურში, სალაჰის ნაკრების მეტოქე ჯგუფის ლიდერი კაპე ვერდე იქნება, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე განაღდებული აქვს.
კომენტარები
19 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
12 დღის წინ