შესვლა

burger

უდინეზე - მილანის მატჩი მენიოს მიმართ რასისტული შეურაცხყოფების გამო შეჩერდა

ფონტის ზომა
TT

უდინეზეს და მილანის მატჩი გულშემატკივართა დისკრიმინაციული ქცევის გამო შეჩერდა.

 

33-ე წუთზე როსონერის მეკარე მაიკ მენიო მთავარ არბიტრთან მივიდა და ტრიბუნებისკენ ხელის გაშვერით რაღაც უთხრა. რეფერიმ, ფრანგის მოსმენის შემდეგ, თამაში შეწყვიტა და გუნდები სათადარიგოთა სკამებისკენ გაიყვანა.

 

თავად გაღიზიანებულმა მენიომ ხელთათმანები მოიხსნა და მინდორი საერთოდ დატოვა. შემდეგ, თანაგუნდელებთან გასაუბრების შემდეგ, მან დაბრუნება გადაწყვიტა და თამაში გაგრძელდა. 

 

სტადიონის გამომცხადებელმა გულშემატკივრებს განუმარტა, რომ იგივეს განმეორების შემთხვევაში, თამაში მთლიანად შეწყდება.
 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.