შესვლა

burger

მცირე ნერვიულობით, მაგრამ მაინც - ბარსელონა კოპას მეოთხედფინალშია

ფონტის ზომა
TT

კოპა დელ რეის 1/8-ფინალში ბარსელონამ სტუმრად მესამე დივიზიონის გუნდი უნიონისტასი 3:1 დაამარცხა.

 

31-ე წუთზე მასპინძლები სენსაციურად დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი მოედანზე ბარსელონა დომინირებდა.

 

69-ე წუთზე ჟულ კუნდემ და 73-ზე ალექს ბალდემ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუნაღდეს.

 

მომდევნო მეტოქეს ბლაუგრანა წილისყრის შედეგად შეიტყობს.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.