Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟურნალისტი დანიელ რიოლო, რომელიც კილიან მბაპეს გარემოცვასთან ახლო ურთიერთობით კარგად არის ცნობილი, დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი პსჟ-დან მათ შორის ლუის ენრიკეს გამოც წავა.
ამ სეზონში მბაპე უფრო ხშირად შეტევის ცენტრში თამაშობს და არა მარცხნიდან, როგორც უფრო უყვარს.
იხილეთ ასევე: Marca: "ვიცით, რომ თებერვალში მბაპე პსჟ-დან წასვლას ოფიციალურად დაადასტურებს"
„კვირას ენრიკემ კვლავ ძალიან გამაღიზიანა [ბრესტთან ფრის შემდეგ - ავტ] - კითხვებს არ პასუხობდა და შემადგენლობაც ისე დააყენა, როგორც თავად მოინდომა. კი ბატონო, მისი ნებაა, მწვრთნელი ის არის. მაგრამ, ის ბერალდოსთვის სრულიად შეუსაბამო პოზიცია არჩევს, აბსოლუტურად იგივეს აკეთებს ის მბაპეს შემთხვევაშიც, რაც კილიანის წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც იქნება.
მბაპეს არ მოსწონს ეს პოზიცია, რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ ამაზე. უბრალოდ, ეს მისი უკანასკნელი წელია პსჟ-ში და ამიტოს გამო ის ითმენს, უკმაყოფილებას არ გამოხატავს. მბაპემ იცის, რომ წავა, ამიტომაც უბრალოდ ეგუება ამას. აშკარაა, რომ მას არ მოსწონს პოზიცია, რომელსაც მას ლუის ენრიკე ურჩევს.
ის, რისი ხილვაც მას მოედანზე სურს - მწვრთნელის პირადი არჩევანია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ენრიკეს თავისი გადაწყვეტილებების ახსნა არასდროს არ სურს და ყველას აიგნორებს, ვინც კითხვებს უსვამს, სრულიად მიუღებელია. თანაც, ახლა სულაც არ ვგულისხმობ ჟურნალისტებს. საუბარი იმ ადამიანებზეა, ვინც ჩვენ გვისმენს და ფულს იხდის, რომ მატჩებს უყუროს. ჩემი ხედვით, ეს დამოკიდებულება არანორმალური, გამაღიზიანებელი და ეგოისტურია.“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.
კომენტარები
21 საათის წინ
3 დღის წინ
4 დღის წინ
1 დღის წინ