Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალს კილიან მბაპეს დედასთან, რომელიც მისი აგენტიც არის, რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
თავდამსხმელს რეალში სურს თამაში, თუმცა კლუბი დედამისს, ფაიზა ლამარის ვერ უთანხმდება. Marca-ს ინფორმაციით, მას არ სურს დათმობებზე წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მბაპეს სურვილი სწორედ მადრიდში გადაბარგებაა.
2022 წლის ზაფხულისგან განსხვავებით, რეალს ტრანსფერის საკუთარი პირობებით დახურვა სურს და არ არის მზად, მბაპეს ოჯახს ყველა სურვილი შეუსრულოს.
პსჟ მშვიდად არის, რადგან ხვდება, რომ ახლა ყველაფერი რეალზეა დამოკიდებული. კლუბს ფორვარდის შენარჩუნება სურს, მაგრამ მიიჩნევს, რომ პსჟ ყველაზე მაღლა დგას. პარიზელებს თავიანთი გეგმა აქვთ შემუშავებული იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ კილიანი გუნდის წასვლას გადაწყვეტს.
კომენტარები
22 საათის წინ
2 დღის წინ
20 საათის წინ
1 დღის წინ