Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სულ უფრო და უფრო აქტიურდება საუბრები კილიან მბაპეს მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლაზე.
ESPN-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის და მადრიდის რეალში გააგრძელებს კარიერას, ამ გადაწყვეტილებას კი მომდევნო კვირაში ოფიციალურად გამოაცხადებს.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მიიჩნევს, რომ ახლა ტრანსფერის განხორციელებისთვის და საკუთარი ოცნების ასრულებისთვის იდეალური დროა.
როგორც იწერება, რეალში მბაპეს ხელფასი დაახლოებით იმის ნახევარი იქნება, რასაც ის ამჟამად პსჟ-ში იღებს.
რეალთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს 2024 წლის ოლიმპიადა შეასრულებს, რომელიც პარიზში გაიმართება. ფრანგს მასზე მონაწილეობა ძალიან სურს და მადრიდული კლუბისგან ამის ნების დართვას მოსთხოვს.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ