შესვლა

burger

მბაპე: "ოლიმპიადაზე თამაში მინდა, მაგრამ საბოლოო პასუხი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული"

ფონტის ზომა
TT

კილიან მბაპემ ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვა.

 

„ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო და ჩემი ეს სურვილი ახლაც არ შეცვლილა.

 

თუ გამომივა, ოცნება ამისრულდება, მაგრამ თუ ამის ნებას არ დამრთავენ, მაშინ გავაკეთებ იმას, რასაც მეტყვიან.

 

საბოლოო სიტყვა მე არ მეთქმის, ეს ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელსაც ჩემთვის ჯერ "კი" ან "არა" არ უთქვამს." - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, სადაც მბაპე დიდი ალბათობით ზაფხულში გადავა, ფეხბურთელის ოლიმპიადაზე გაშვება არ სურს, რადგან იმავე ზაფხულს მბაპეს ევრო 2024 აქვს სათამაშო.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.