Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის გასულ ტურში უნიონ ბერლინისა და დარმშტადტის შეხვედრა გამორჩეული ერთი ამბით იყო.
საქმე იმაშია, რომ ბერლინური გუნდი მოედანზე მარი-ლუის ეტამ გაიყვანა. უნიონის მთავარი მწვრთნელი ნენად ბიელიცა 3 მატჩით დისკვალიფიცირებულია, შესაბამისად მატჩის დროს ფეხბურთელების დარიგება მის ასისტენტს მოუწია. უნიონმა მატჩი 1-0 მოიგო.
32 წლის ეტა კი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც კაცთა გუნდი გაწვრთნა.
მარი-ლუის ეტა სამწვრთნელო კარიერამდე ფეხბურთელი იყო. მან 2010 წელს ტურბინ პოტსდამის რიგებში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ამავე გუნდთან ერთად ბუნდესლიგის 3-გზის გამარჯვებულიც გახდა.
2019 წლიდან კი ის გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა მწვრთნელის ამპლუაში, უნიონ ბერლინში კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ამ სეზონის დასაწყისში გახდა.
კომენტარები
9 დღის წინ
15 დღის წინ
7 დღის წინ
6 დღის წინ