შესვლა

burger

მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

ფონტის ზომა
TT

კონსტანტინ მარადიშვილმა თავის სანაკრებო მომავალზე ისაუბრა:

 

"სექტემბერში ქართული პასპორტი მივიღე, მაგრამ ახლა ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრობლემაა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. საბუთები ფიფაშია გაგზავნილი და ველოდები. ფედერაციამ თქვა, რომ როცა საკვალიფიკაციო თამაშები მიდის, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

 

როცა გავიზარდე, ნელ-ნელა ყველაფერი გადავიაზრე და ისე მივიღე გადაწყვეტილება. საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს.

 

ქართულ ენასთან მძიმედ ვარ, ახლა როცა გუნდს შევუერთდი (ლოკომოტივიდან პარიში), აქ მეხმარებიან. ქუთათელაძე გენიოსია, რომელიც 4 ენაზე კარგად ლაპარაკობს: რუსულად, ქართულად, ინგლისურად და ფრანგულად. ინგლისურს ვსწავლობ, მაგრამ ადვილი არაა, მიუხედავ ამისა კარგად ვსაუბრობ, მაგრამ 4 ენა საერთოდ სხვა დონეა.

 

მამაჩემის ყველა ნათესავი ქართველია, რატომ არ უნდა შემეძლოს საქართველოს ნაკრებში თამაში? უკვე მოვისმინე ბევრი კრიტიკა ამ თემაზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. როცა ასეთ რაღაცებს ვკითხულობ, იუმორით ვუდგები. 

 

მამაჩემი ბედნიერი იყო, როცა გაიგო, რომ საქართველოში თამაში მსურს, მას ყოველთვის უნდოდა ეს. იმედი მაქვს, ამას შევძლებ, მაგრამ მე ეს ვარჯიშებზე და თამაშებში უნდა დავამტკიცო, რომ საკმარისი ხარისხი მაქვს." - ისაუბრა მარადიშვილმა რუსულ Sport Express-თან

 

23 წლის კონსტანტინ მარადიშვილი მოსკოვის ლოკომოტივის საკუთრებაა და იჯარის წესით ნიჟნი ნოვგოროდის პარიში თამაშობს.

 

მოთამაშეს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და რუსეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახების კანდიდატიც იყო, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი პოზიცია შეიცვალა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.