შესვლა

burger

მანჩესტერ იუნაიტედმა ვესტ ჰემი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ვესტ ჰემს უმასპინძლა.

 

მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე რასმუს ჰოილუნდმა გახსნა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. დანიელ თავდამსხმელს ბოლო 6 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

 

მეორე ტაიმში კი თავი ალეხანდრო გარნაჩომ დუბლით გამოიჩინა. არგენტინელმა ჯერ 49-ე წუთზე გაზარდა უპირატესობა ორამდე, 84-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3-0.

 

მანჩესტერ იუნაიტედმა ამ გამარჯვებით 38 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.