შესვლა

burger

მანჩესტერ იუნაიტედი ტოტენჰემს უმასპინძლებს

ფონტის ზომა
TT

დღეს პრემიერ ლიგაში 2 მატჩი გაიმართება.

 

ევერტონი - ასტონ ვილა (18:00)

 

 

ევერტონს შესაძლოა 5 მატჩის გამოტოვების შემდეგ აბდულაიე დუკურე დაუბრუნდეს, ასევე ამოიწურა დომინიკ კალვერტ-ლუინის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ვარჯიშს დაუბრუნდა ეშლი იანგიც, იდრისა გეიე კი აფრიკის თასზეა წასული.

 

ასევე ასტონ ვილას შეიძლება დაეხმარნონ პაუ ტორესი და იური ტილემანსი, ლუკას დინი კი კვლავ ტრავმირებულია, რაც შეეხება ბერტრან ტრაორეს, ისიც სანაკრებო ტურნირზე ასპარეზობს.

 

ევერტონი

 

ევერტონმა წლის გახსნითი შეხვედრა პრემიერ ლიგაში ბოლოს 2017 წელს საუთჰემპტონის წინააღმდეგ მოიგო, მას შემდეგ ექვსივე შემთხვევაში დამარცხდა.

 

კანფეტებს მიმდინარე სეზონში უკვე 8 გამარჯვება აქვთ, რაც მთლიანი წინა სეზონის შედეგის გამეორებაა.

 

ევერტონმა ზედიზედ 3 მატჩი წააგო პრემიერ ლიგაში ისე რომ 8 გოლი გაუშვა. ეს მას შემდეგ, რაც გუნდმა მიჯრით 4 შეხვედრა მოიგო გოლის გაშვების გარეშე.

 

შესაძლოა გუნდი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდეს, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ არ მომხდარა. 

 

შონ დაიჩის გუნდმა მიმდინარე სეზონში ცხრილის ხუთ საუკეთესო გუნდთან ხუთივე მატჩი დათმო.

 

ევერტონი 2023 წელს 12-ჯერ დამარცხდა სახლში, რაც კალენდარულ წელში კლუბის ყველაზე ცუდი შედეგია.

 

ევერტონი არის ერთადერთი გუნდი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, რომლის სასარგებლოდაც პენალტი არ დანიშნულა.

 

განსაკუთრებული დაპირისპირება შეიძლება აღმოჩნდეს შეიმუს კოულმენისთვის, რომელსაც ერთი შეხვედრა სჭირდება, რათა ევერტონის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ჰქონდეს ჩატარებული. ამ მომენტისთვის ის 354 მატჩით ტიმ ჰოვარდთან ერთად ინაწილებს პირველ ადგილს.

 

ცუდ ფორმაშია დომინიკ კალვერტ-ლუინი, რომელმაც ზედიზედ 9 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა, მიუხედავად 19 მცდელობისა.

 

ასტონ ვილა

 

ასტონ ვილასთვის 2023 წელი გამორჩეული აღმოჩნდა. გუნდმა 85 ქულის დაგროვება შეძლო, რაც მხოლოდ მანჩესტერ სიტის 93-ქულიან შედეგს ჩამორჩება. ასევე მოიხსნა კლუბის რეკორდი კალენდარულ წელში 26 გამარჯვებით.

 

ამ მომენტისთვის ვილას 20 მატჩის შემდეგ 13 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება აქვს, რაც საუკეთესო შედეგია 1899-1900 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ გუნდი ჩემპიონიც გახდა.

 

გუნდს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი აქვს სახლში, თუმცა მხოლოდ გასვლითი რეზულტატებით მე-7 ადგილზე იქნებოდა, შესაძლებელი 30-დან მხოლოდ 14 ქულით.

 

ვილას შეუძლია ზედიზედ 5 გასვლით მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანოს, რაც მეორედ მოხდება (პირველად 2008 წლის აპრილიდან სექტემბრამდე).

 

დუგლას ლუიზის პენალტი ბარნლისთან იყო მე-7 გოლი ამ სეზონში, რომელიც ვილამ 89+ წუთზე გაიტანა, რაც ლივერპულთან ერთად საუკეთესო შედეგია. ამ 7-დან კი 3 გოლი სწორედ ბრაზილიელი ნახევარმცველის ანგარიშზეა.

 

უნაი ემერი პრემიერ ლიგაში საშუალოდ 2.02 ქულას აგროვებს ასტონ ვილასთან ერთად (45 შეხვედრაში 91 ქულა). ის ერთადერთი მწვრთნელია გათამაშების ისტორიაში, ვისაც ეს შედეგი აქვს, მაგრამ პრემიერ ლიგა გუნდთან ერთად არ მოუგია.

 

ურთიერთშეხვედრები

 

ასტონ ვილას ზედიზედ 5 პრემიერლიგური მატჩი აქვს მოგებული ევერტონისთვის. კლუბს უფრო გრძელი სერია ქოვენთრისა (7) და ბირმინგემის (6) წინააღმდეგ ჰქონია.

 

ვილა 2019 წელს პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ ევერტონთან ჩატარებულ 9 შეხვედრაში დაუმარცხებელია.

 

ეს გუნდები ამ სეზონში 2-ჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ვილამ პრემიერ ლიგის ეგიდით სახლში 4-0 დაამარცხა მეტოქე, ევერტონმა კი რევანში ლიგის თასზე აიღო იმავე ვილა პარკზე.

 

მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი (20:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე

 

 

მანჩესტერ იუნაიტედს ნელ-ნელა ტრავმირებულები უბრუნდებიან. კაზემირომ, ლისანდრო მარტინესმა და ლუკ შოუმ ვარჯიში დაიწყეს. ანტონიც უკვე ხელმისაწვდომია, ამად დიალო და კრისტიან ერიქსენი კი ავადმყოფობის შემდეგ დაბრუნდნენ.

 

ტოტენჰემის ახალწვეულები რადუ დრაგუშინი და ტიმო ვერნერი ოლდ ტრაფორდზე დებიუტისთვის მზად არიან. 

 

ლონდონელებს ბენ დევისი და ჯოვანი ლო ჩელსო დააკლდებიან, ასევე საეჭვოა კრისტიან რომეროს თამაშიც, სონ ჰინ-მინი კი აზიის თასზე თავის ნაკრებს ეხმარება.

 

მანჩესტერ იუნაიტედი

 

მანჩესტერ იუნაიტედმა მიმდინარე სეზონში სახლში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო და 7 წააგო.

 

წითელ ეშმაკებს 20 პრემიერლიგური შეხვედრიდან 9 უკვე წაგებული აქვთ, რაც უკვე წინა სეზონის შედეგის გამეორებაა.

 

2023-24 სეზონის 10 გამარჯვებიდან იუნაიტედმა 9 ერთბურთიანი სხვაობით მოიგო, მათ შორის 6 ოლდ ტრაფორდზე.

 

ამ სეზონში იუნაიტედის მატჩებში 49 გოლი გავიდა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ლიგაში.

 

ბრუნო ფერნანდეშმა მიმდინარე სეზონში 54 შანსი შექმნა, რაც ყველა სხვა მოთამაშეზე მეტია.

 

ალეხანდრო გარნაჩომ კი მანჩესტერის ბოლო 5 გოლიდან 4-ში მონაწილეობა მიიღო (2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

 

ტოტენჰემი

 

ტოტენჰემმა ამ სეზონის 10 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო, 5 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა, თუმცა ეს 2 მარცხი ბოლო 4 შეხვედრაში გვხვდება.

 

სპურსს შეუძლია დღეს კლუბის რეკორდი დაამყაროს და ზედიზედ 33 პრემიერლიგურ შეხვედრაში გოლი გაიტანოს.

 

მანჩესტერის საწინააღმდეგოდ ტოტენჰემს ყველაზე კარგი შედეგი აქვს ბრაიტონთან ერთად მის მატჩებში დაფიქსირებული გოლებით (71).

 

ლონდონელებს ბოლო 10 შეხვედრიდან 6 აქვთ წაგებული სონ ჰინ-მინის გარეშე.

 

რიშარლისონს ბოლო 5 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, იმდენი რამდენიც წინა 45 მატჩში.

 

დებიუტანტ ტიმო ვერნერს კი პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 56 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, თუმცა არცერთი მანჩესტერ იუნაიტედის კარში. გერმანელი წითელ ეშმაკებს 4-ჯერ დაუპირისპირდა.

 

ურთიერთშეხვედრები

 

მანჩესტერ იუნაიტედს ოლდ ტრაფორდზე ჩატარებული 31 შეხვედრიდან ტოტენჰემისთვის 24 მოგებული აქვს (3 ფრე, 4 მარცხი).

 

ტოტენჰემის ზემოთ აღნიშნული ოთხივე გამარჯვება ბოლო 11 შეხვედრაში დაფიქსირდა.

 

სპურსი შეეცდება იუნაიტედს სეზონში ორივე მატჩი მოუგოს, რაც 1989-90 წლების შემდეგ არ მომხდარა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.