შესვლა

burger

მამარდა ვალენსიაში საუკეთესო იყო - ატლეტიკომ მოიგო

ფონტის ზომა
TT

ლა ლიგის 22-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ვანდა მეტროპოლიტანოზე მადრიდის ატლეტიკოს ესტუმრა.

 

მატჩი როხიბლანკომ 2-0 მოიგო. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ანტუან გრიზმანის პასით გოლი სამუელ ლინომ გაიტანა. შეხვედრის 57-ე წუთზე კი მასპინძელთა უპირატესობა ორამდე მემფის დეპაიმ გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

მიუხედავად გაშვებული 2 გოლისა, ვალენსიელთა მხრიდან საუკეთესო ქართველი მეკარე იყო. ამაზე სტატისტიკური ვებ-გვერდების შეფასებები მეტყველებს. 

 

Sofascore-მა მამარდაშვილს 7.8 შეფასება დაუწერა. ის მხოლოდ კოკესა (8.0) და მემფის დეპაის (7.9) ჩამორჩა.

 

WhoScored-მა კი გიორგის 7.4 შეფასება არგუნა, რაც ასევე ღამურების მხრიდან საუკეთესო შედეგია.

 

ვალენსიას კარის დარაჯმა შეხვედრის განმავლობაში ბურთი ჯამში 7-ჯერ მოიგერია.

 

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.