შესვლა

burger

ლურჯი ბარათი - სიახლე, რომლის დანერგვასაც ფეხბურთში აპირებენ

ფონტის ზომა
TT

Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, პარასკევს ფეხბურთში ახალი წესის დანერგვის შესახებ გამოცხადდება.

 

საუბარია ლურჯ ბარათზე, რომლის ჩვენების შემთხვევაშიც მოთამაშემ მოედანი 10 წუთით უნდა დატოვოს.

 

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთს ახალი ფერის ბარათი ემატება.

 

ახალი პროტოკოლის მიხედვით მოთამაშე ლურჯ ბარათს სახიფათო შეტევის ჩაშლის ან მსაჯთან კამათის გამო დაიმსახურებს, ორი ლურჯი ან ლურჯი და ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში კი ფეხბურთელს წითელ ბარათს უჩვენებენ და თამაშის დატოვება მოუწევს.

 

ტოპ დონის ტურნირები სატესტო რეჟიმში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა ამ წესს თავიდან კაცთა და ქალთა FA თასზე გამოცდიან.

 

ლურჯ ბარათს არ უნდა ველოდოთ მომავალ ევროპის ჩემპიონატსა და მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა Telegraph-ს გასულ თვეში უთხრა, ის ამ იდეის მოწინააღმდეგეა: "ეს ფეხბურთი აღარაა."

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.