შესვლა

burger

ლონდონურ დერბიში ტოტენჰემი ფულემთან მოულოდნელად განადგურდა

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 29-ე ტურში გამართული ლონდონური დერბი მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

 

ფულემმა საკუთარ კედლებში ტოტენჰემს უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.

 

42-ე წუთზე ანგარიში როდრიგო მუნისმა გახსნა, 49-ზე ლუკიჩმა მეორე გოლი შეაგდო, 61-ზე კი მუნისმა დუბლი მიითვალა და პოსტეკოგლუს გუნდის განადგურება ტაბლოზე ოფიციალურად დააფიქსირა.

 

64-ე წუთზე პალინიამ მეოთხეც გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

 

ამ გამარჯვებით ფულემმა 38 ქულა დააგროვა და მე-12 პოზიცია შეინარჩუნა, ტოტენჰემს კი 53 ქულა დარჩა და მან იუნაიტედთან უპირატესობის 9 ქულამდე გაზრდის შანსი გაუშვა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.