შესვლა

burger

ლობოტკა: "ჩვენ არ ვართ რეალი ან ბარსელონა, რომლებიც ტიტულებს ყოველწელს იგებენ"

ფონტის ზომა
TT

სტანისლავ ლობოტკას მიაჩნია, რომ ნაპოლის შეუძლია რეალის და ბარსელონას დონეს მიაღწიოს.

 

29 წლის ნახევარმცველი 2023 წლის სლოვაკეთის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

 

„ძალიან გახარებული ვარ. ეს პრიზი ჩემთვის უდიდესი სტიმულია. არ მეგონა, რომ მოვიგებდი და ძალიან ამაყი ვარ.

 

ეს ჯილდო ნაპოლისთან ერთად წინა სეზონისთვის მივიღე. გასული წელი უცნაური გამოვიდა, პირველი მისი ნაწილი საოცარი იყო, მეორე - არა. ჩვენ ნაპოლი ვართ, არც რეალი და არც ბარსელონა, რომლებიც ტიტულებს ყოველწელს იგებენ. ამ დონეზე ჯერ არ ვართ, მაგრამ მის მისაღწევად სწორ გზას ვადგავართ.

 

ჩემი მომავალი? ნაპოლიში ბედნიერი ვარ, მაგრამ არ ვიცი, მომავალში რა შეიძლება მოხდეს.

 

მარეკ ჰამშიკმა ეს პრიზი 8-ჯერ მოიგო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთს მაინც დამითმობდა იმ სკუდეტოს სანაცვლოდ, რომელიც მე ნაპოლისთან ერთად მოვიგე." - აღნიშნა ლობოტკამ.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.