Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ლივერპული ბორნმუთს ესტუმრება.
ბორნმუთი - ლივერპული (20:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე
ბორნმუთს ტაილერ ადამსი, რაიან ფრედერიკსი, ადამ სმიტი და მილოშ კერკეზი დააკლდება.
მარკოს სენესი დისკვალიფიცირებულია, დანგო უატარა და ანტუან სემენიო კი სანაკრებო ტურნირზე თამაშობენ.
ლივერპულს ვერ დაეხმარება მოჰამედ სალაჰი, რომელიც მცირე ტრავმის გამო, ეგვიპტის ნაკრებსაც გამოაკლდა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ენდი რობერტსონი, დომინიკ სობოსლაი და კოსტას ციმიკასი კვლავ ტრავმირებულთა სიაში რჩებიან.
ასევე სანაკრებო ბატალიებზეა წასული ვატარუ ენდო.
ბორნმუთი
ბორნმუთმა პრემიერ ლიგაში ბოლო 10 შეხვედრიდან 7 მოიგო, როცა პირველ 9 მატჩში გამარჯვება არ ჰქონია.
ბოლო 8 ტურში აღებული 19 ქულა ნებისმიერ სხვა გუნდზე უკეთესი შედეგია იგივე პერიოდში.
ალუბლებს ცხრავე მატჩი აქვთ წაგებული, როცა იმ მომენტში პრემიერ ლიგის მოქმედ ლიდერებს ხვდებოდნენ, თანაც ამ შეხვედრებში მათ 30 გოლი გაუშვეს.
ირაოლას გუნდმა სახლში ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგო, იმდენი რამდენიც წინა 16 შემთხვევაში.
ბოლო 11 წელიწადში ჩემპიონატში ჩატარებულ წლის პირველ მატჩში ბორნმუთმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება, 2021 წელს ჩემპიონშიფში სტოკის წინააღმდეგ.
დომინიკ სოლანკეს შეუძლია გახდეს ბორნმუთის პირველი მოთამაშე, რომელსაც პრემიერ ლიგაში სახლში ჩატარებულ ზედიზედ 4 მატჩში გოლი ექნება გატანილი. ლივერპულში გამართულ 21 შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია.
ლივერპული
ლივერპულის ერთადერთი მარცხი პრემიერ ლიგის ჩატარებულ 20 ტურში 30 სექტემბერს ტოტენჰემის წინააღმდეგ ფიქსირდება, როცა გუნდმა შეხვედრა 9 კაცით დაასრულა.
ლივერპულს პრემიერ ლიგაში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
მიმდინარე სეზონის 10 შეხვედრაში გუნდი ანგარიშში ჩამორჩენაში იყო, თუმცა 19 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა.
ბორნმუთთან გამარჯვების შემთხვევაში ეს ამ სეზონში ლივერპულის მე-6 გასვლითი მოგება იქნება, რაც 2022-23 წლების მთლიანი სეზონის შედეგს გაუთანაბრდება.
ბოლო 3 შემთხვევაში წლის გახსნით მატჩში წითლებმა ქულები დაკარგეს (1 ფრე, 2 წაგება).
აფრიკის თასზე წასვლამდე მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. გუნდი ეგვიპტელის გარეშე ბოლო 10 პრემიერლიგურ შეხვედრაში დაუმარცხებელია (7 მოგება, 3 ფრე), ბოლო 4 მატჩი კი მოგებული აქვს.
ურთიერთშეხვედრები
ბორნმუთმა ბოლო 9 პრემიერლიგური ურთიეთშეხვედრიდან 8 წააგო, ერთადერთი გამარჯვება კი გასულ სეზონში დაფიქსირდა (1-0).
ეს იმ 2 მოგებიდან ერთ-ერთია, რომელიც ალუბლებს 21 მატჩში უფიქსირდებათ ლივერპულის წინააღმდეგ (პირველი 2016 წლის დეკემბერში).
ლივერპულმა ლიგის თასზე ბორნმუთი უკვე დაამარცხა ამ სეზონში გასვლაზე. ბოლო გუნდი, რომელმაც ალუბლები გასვლით შეხვედრაში ორჯერ დაამარცხა ერთ სეზონში, ბრისტოლ სიტი იყო 1999-2000 წლებში.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ