შესვლა

burger

ლევერკუზენმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

ფონტის ზომა
TT

ლევერკუზენი საოცარ სვლას აგრძელებს.

 

ბაიერი ბუნდესლიგის 26-ე ტურში ფრაიბურგს ესტუმრა და მეტოქე 2-3 დაამარცხა. ფარმაცევტების მხრიდან გოლები ფლორიან ვირცმა, ადამ ჰლოზეკმა და პატრიკ შიკმა გაიტანეს.

 

ამ გამარჯვებით ჩაბი ალონსოს გუნდის წაუგებელი სერია გრძელდება, რომელიც უკვე 38 მატჩს ითვლის.

 

გუნდმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ლევერკუზენმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 22-ე გამარჯვება მოიპოვა, რაც კლუბის ბუნდესლიგური რეკორდია.

 

ბუნდესლიგაში ჩასატარებელი 8 ტური დარჩა, ბაიერი კი ბაიერნთან 10-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.