შესვლა

burger

ლევანდოვსკის მოყვანამდე ბარსა ჰალანდის ტრანსფერზე მუშაობდა - კლუბი 2025-ს იმედით უყურებს

ფონტის ზომა
TT

ერლინგ ჰალანდი 2022-ში ბარსაში გადასასვლელად მზად იყო.

 

დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბარსელონა ფეხბურთელის დამატებას 2025-ში შეეცდება, რათა ესპანეთში მესი - რონალდუს მსგავსად ჰალანდი - მბაპეს პაექრობა ჩაეშვას.

 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბი ფორვარდის დამატებას წარსულშიც ცდილობდა. რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერამდე კონტაქტები შედგა ჰალანდის მაშინდელ აგენტთან, მინო რაიოლასთან და მამასთან, ალფ-ინგე ჰალანდთან. მეტიც, ისინი ბარსელონაში კლუბის პროექტის გასაცნობად ჩამოვიდნენ.

 

2022-ს მარტში ჩავი მიუნხენში ჰალანდთან პირადად შესახვედრად ჩაფრინდა, ერლინგი ბარსელონაში გადასვლით მოხიბლული იყო, თუმცა საბოლოოდ გარიგება კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ჩაიშალა. საბოლოოდ, ბარსამ 45+5 მილიონ ევროდ ლევანდოვსკი დაიმატა.

 

მიუხედავად ამ წარუმატებლობის, ბარსას კარი ჰალანდისთვის ღია დატოვა და ახლა იმედოვნებს, რომ მისი ტრანსფერის განხორციელება 2025-ში იქნება შესაძლებელი.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.