Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოლდენ სტეიტ უორიორსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა.
შეხვედრა დრამატულად განვითარდა და 2 ოვერტაიმი ვიხილეთ, საბოლოოდ კი გამარჯვებული ლეიკერსი გახდა (144-145).
მატჩის მთავარი მოქმედი პირები, რა თქმა უნდა, სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი იყვნენ, რომლებმაც თავიანთ გუნდებს ულიდერეს.
"The respect factor there, off the charts."
— NBA (@NBA) January 28, 2024
Steph (46p), LeBron (36p, 20r, 12a, W) embrace after yet another special battle.#NBARivalsWeek pic.twitter.com/fJhOvTF0Qp
ჯეიმსმა 48 წუთში 36 ქულა, 20 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და სამმაგი დუბლი შეასრულა, სტეფი კი 46 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
საინტერესოა, რომ ლებრონი გახდა ლეიკერსის ისტორიაში მე-3 მოთამაშე (ელჯინ ბეილორი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი), რომელმაც 30/20/10 დააფიქსირა.
მატჩი შეაფასა მეჯიქ ჯონსონმა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს NBA-ში წლის საუკეთესო თამაში იყო.
Just watched the best NBA game of the season!! The Lakers grabbed a much needed 145-144 2OT win over the Warriors at a critical point in the season!
— Earvin Magic Johnson (@MagicJohnson) January 28, 2024
კომენტარები
5 დღის წინ
21 საათის წინ
10 დღის წინ
8 დღის წინ