Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნში შესაძლოა ლეგენდარული ფრანგული ტრიო გაერთიანდეს.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, გერმანულ კლუბში ახალი მწვრთნელის ძიებას აწარმოებენ და ერთ-ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანს განიხილავენ.
არაა გამორიცხული, თუ ზიზუს დაყოლიება მოხერხდა, მისი ასისტენტის როლი ბაიერნის ექს-ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ შეასრულოს.
ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ სეზონის ბოლოს ტუხელი ბაიერნს დატოვებს. მიუნხენელების მთავარი სამიზნე ჩაბი ალონსო იყო, რომელმაც კიდევ მინიმუმ ერთი წლით ლევერკუზენში დარჩენა ამჯობინა.
კომენტარები
8 საათის წინ
1 დღის წინ