შესვლა

burger

ლებრონი, კარი, დურანტი - აშშ-ს ოლიმპიური სია

ფონტის ზომა
TT

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის გაფართოებული სია დაასახელა.

 

ჩამონათვალში 41 მოთამაშე მოხვდა, საიდანაც საბოლოო განაცხადისთვის 12 უნდა აირჩეს.

 

ბემ ადებაიო (მაიამი ჰიტი), ჯარეტ ალენი (კლივლენდ კავალიერსი), პაოლო ბანჩერო (ორლანდო მეჯიქი), დესმონდ ბეინი (მემფის გრიზლი), სკოტი ბარნსი (ტორონტო რეპტორსი), დევინ ბუკერი (ფინიქს სანსი), მაიკალ ბრიჯისი (ბრუკლინ ნეტსი), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი), ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკ ნიქსი), ჯიმი ბატლერი (მაიამი ჰიტი), ალექს კარუზო (ჩიკაგო ბულსი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი), ენტონი დევისი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), კევინ დურანტი (ფინიქს სანსი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა ტიმბერვულვზი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სევენთი სიქსერსი), დეაარონ ფოქსი (საკრამენტო კინგსი), პოლ ჯორჯი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), აარონ გორდონი (დენვერ ნაგეთსი), ტაირეს ჰალიბარტონი (ინდიანა პეისერსი), ჯეიმს ჰარდენი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), ჯოშ ჰარტი (ნიუ იორკ ნიქსი), ტაილერ ჰირო (მაიამი ჰიტი), ჯრუ ჰოლიდეი (ბოსტონ სელტიკსი), ჩეტ ჰოლმგრენი (ოკლაჰომა სიტი თანდერი), ბრენდონ ინგრამი (ნიუ ორლეანს პელიკანსი), კაირი ირვინგი (დალას მავერიქსი), ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი (მემფის გრიზლი), ლებრონ ჯეიმსი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), ქემ ჯონსონი (ბრუკლინ ნეტსი), უოლკერ კესლერი (იუტა ჯაზი), კავაი ლეონარდი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), დემიენ ლილარდი (მილოუკი ბაქსი), დონოვან მიჩელი (კლივლენდ კავალიერსი), კრის პოლი (გოლდენ სტეიტ უორიორსი), ბობი პორტისი (მილოუკი ბაქსი), ოსტინ რივზი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), დანკან რობინსონი (მაიამი ჰიტი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი), დერიკ უაითი (ბოსტონ სელტიკსი), ტრეი იანგი (ატლანტა ჰოუქსი).

 

სიაში არის 39 წლის ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც 3 ოლიმპიადაზე (2004, 2008, 2012) აქვს ნათამაშები და შეუძლია აშშ-ს საკალათბურთო ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიელი გახდეს. ამ წოდებით ამ მომენტისთვის ლარი ბერდი სარგებლობს, რომელიც 1992 წელს 35 წლის იყო. ჯეიმსმა რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადები გამოტოვა, 2016 წელს კლივლენდთან ერთად ჩემპიონობის შემდეგ მან დასვენება გადაწყვიტა.

 

სიაშია სტეფ კარიც - ალბათ ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ვისაც ოლიმპიადაზე ჯერ არ უთამაშია. გოლდენ სტეიტში მისი მწვრთნელი სტივ კერი ნაკრების თავკაციცაა. მან გრეგ პოპოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ჩაანაცვლა.

 

რა თქმა უნდა, ჩამონათვალშია კევინ დურანტიც, რომელმაც ბოლო 3 ოლიმპიადაზე გუნდს საშუალო ქულებში ულიდერა და ტოკიოში კარმელო ენტონის ოლიმპიური ქულების რეკორდიც მოხსნა.

 

სიაში ვნახავთ NBA-ს მოქმედ MVP-ს ჯოელ ემბიდსაც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ოლიმპიადაზე ითამაშებდა, ეს აშშ-ს სახელით იქნებოდა და არა კამერუნის ან საფრანგეთის.

 

ჩამონათვალში ვერ წავიკითხავთ დრეიმონდ გრინის სახელს, რომელიც ბოლო 2 ოლიმპიადაზე გუნდთან ერთად ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

არაა აუცილებელი, საბოლოო შემადგენლობაში მოთამაშეები ამ გაფართოებული სიიდან ვიხილოთ. 2021 წელს კელდონ ჯონსონი საერთოდ არ იყო 57 კალათბურთელში, მაგრამ სან ანტონიოს წევრი ტოკიოში მაინც წავიდა, ასევე 2016 წელს 30-კაციან სიაში ვერ მოხვდა კაილ ლაური, თუმცა რიოში ისიც იმყოფებოდა.

 

პარიზის ოლიმპიადა სტარტს 2024 წლის ივლისში აიღებს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.