შესვლა

burger

ლაპორტა: "რეალის არ მშურს, მბაპე გასახდელში სიტუაციას არევს"

ფონტის ზომა
TT

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მადრიდის რეალში კილიან მბაპეს მოახლოვებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

 

„მშურს თუ არა რეალის, რომ მბაპეს იმატებენ? არა, არანაირად. მისი მოსვლა გუნდის გასახდელში სიტუაციას არევს, ეს ცალსახაა.

 

თანაც, მათ ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ, არა? იმიტომ რომ ყველას ერთად დაყენება შეუძლებელი იქნება." - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

 

აღსანიშნავია, რომ თუ პრესას დავუჯერებთ, მბაპეს ტრანსფერის მიუხედავად, რეალი არცერთი შემტევის გაყიდვას არ აპირებს. 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.