შესვლა

burger

ლა ლიგის პრეზიდენტი: "დიდი შანსია, მბაპე რეალში გადავიდეს, ალბათობა 50%-ზე მეტია"

ფონტის ზომა
TT

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის აზრით, დიდი შანსია, ახალი სეზონიდან მადრიდის რეალის მაისურით კილიან მბაპემ ითამაშოს.

 

„მაღალი ალბათობაა იმისა, რომ კილიან მბაპე რეალ მადრიდში გადმოვა. 50%-ზე მეტი.

 

ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია... ყველაფერი მხოლოდ რეალზეა დამოკიდებული, ისინი თავად გადაწყვეტენ.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ტვიტერზე.

 

შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან მბაპეს ნებისმიერ კლუბთან დამოუკიდებლად შეუძლია მოლაპარაკებების გამართვა და პრე-კონტრაქტის გაფორმებაც, რადგან პსჟ-სთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.