შესვლა

burger

ლა ლიგაში მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა

ფონტის ზომა
TT

ლა ლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად რეალის შემტევი ვინისიუსი დასახელდა.

 

ვინგერმა მარტში 3 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა - ვალენსიასთან (2), სელტასთან (1) და ოსასუნასთან (2).

 

მისი კონკურენტები ამ თვეში რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ბრაის მენდესი (სოსიედადი), ალექსანდრ სორლოტი (ვილიარეალი) და გორკა გურუსეტა (ბილბაო) იყვნენ.

 

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა აღნიშნული პრიზი კარიერაში მეორედ მოიგო (პირველად 2021 წლის ნოემბერში).

 

სეზონის დაწყების შემდეგ, თვის საუკეთესოს პრიზი შემდეგმა ფეხბურთელება მოიპოვეს:

 

ჯუდ ბელინგემი (რეალი) - აგვისტო

ტაკე კუბო (სოსიედადი) - სექტემბერი

ჯუდ ბელინგემი (რეალი) - ოქტომბერი

ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - ნოემბერი

არტიომ დოვბიკი (ჟირონა) - დეკემბერი)

კირიან როდრიგესი (ლას პალმასი) - იანვარი

რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) - თებერვალი

ვინისიუსი (რეალი) - მარტი.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.