შესვლა

burger

კვარაცხელია: "ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, არაუშავს ახლა დაიჯერებენ, ასეთი ქომაგობა არსად მინახავს"

ფონტის ზომა
TT

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე, მიღებულ ტრავმასა და გულშემატკივართა ქომაგობაზე ისაუბრა.

 

„ბევრ დიდ სტადიონზე მითამაშია კარგი ქომაგობით, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა მთელი მატჩის განმავლობაში მართლა არსად არ მინახავს, მადლობა თითოეულ გულშემატკივარს.

 

უზომოდ ბედნიერები და გახარებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ჩვენი არ სჯეროდა. არაუშავს, აწი დაიჯერებენ.

 

დიახ, ბავშვს ველოდები და გოლის გატნაა მინდოდა, რომ განსაკუთრებულად აღმენიშნა, მაგრამ არ გამოვიდა.

 

ტრავმა? არაფერი სერიოზული, უბრალოდ კუნთი გამეჭიმა, რაც ნორმალურია." - აღნიშნა ქართველმა ვარსკვლავმა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.