შესვლა

burger

კვარაცხელია ტრავმის გამო ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს

ფონტის ზომა
TT

ნაპოლიში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ განცალკევებით, დარბაზში ივარჯიშა.

 

ქართველ ფეხბურთელს ბარძაყის შემაერთებელი კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც ატალანტასთან ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს.

 

კვარაცხელიამ დაზიანება საბერძნეთთან ისტორიული მატჩის დამატებით დროში მიიღო. 

 

იტალიური პრესის ცნობით, თავად ფეხბურთელს ატალანტასთან თამაშის სურვილი აქვს, თუმცა ექიმები არ რისკავენ და დიდი ალბათობით, ატალანტასთან ხვალინდელ შეხვედრაში პარტონოპეი ლიდერის გარეშე იქნება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.