შესვლა

burger

კრიშტიანუ რონალდუ სანტიაგო ბერნაბეუზე ითამაშებს?

ფონტის ზომა
TT

რეალმა და კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრმა შესაძლოა განახლებულ სანტიაგო ბერნაბეუზე ითამაშონ.

 

როგორც არაბი ჟურნალისტი საუდ ალ-სარამი წერს, რეალმა საუდურ კლუბს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს, სანტიაგო ბერნაბეუს სრული რეკონსტრუქციის დასრულებისთვის მიძღვნილ მატჩში მონაწილეობის მოწვევა გაუგზავნა.

 

ჯერჯერობით არ არის დადგენილი ზუსტი თარიღი, როდის ჩატარდება ეს ღონისძიება, მაგრამ საორიენტაციოდ 2024 წლის ბოლო ან 2025-ს დასაწყისი არის გათვალისწინებული.

 

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნიუსი ესპანურმა მედიამაც აიტაცა, ოფიციალურად ჯერჯერობით დადასტურებული არაფერია.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდუ რეალში 2009-2018 წლებში თამაშობდა და ის დღემდე კლუბის საუკეთესო ბომბარდირია 438 მატჩში გატანილი 450 გოლით.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.