Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში ლონდონის ჩელსი ვინსენტ კომპანის ბარნლის უმასპინძლებს.
ჩელსი - ბარნლი (19:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ჩელსის სანაკრებო შეკრებიდან კოულ პალმერი და ბენ ჩილუელი მცირე დაზიანებით დაუბრუნდნენ, თუმცა დიდი ალბათობით თამაშს შეძლებენ.
მალო გუსტოს მატჩამდე ვირუსი ქონდა და გამოჯანმრთელდა, ჩუკვუემეკა, ჩალობა და სანჩესი კი განაცხადს მიღმა რჩებიან.
ბარნლის მხრიდან ვერ ითამაშებს დავიდ ფოფანა, რომელიც ჩელსის ეკუთვნის.
გუნდს დაუბრუნდა ლაილ ფოსტერი, თუმცა კვლავ ტრავმირებულები რჩებიან კოლეოშ, რედმონდი და რემზი.
ჩელსი
ჩელსიმ პრემიერ ლიგაში სახლში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო, ერთით მეტი, ვიდრე წინა 22 შემთხვევაში.
გუნდს შეუძლია 2019 წლის შემდეგ პირველად გაიტანოს ჩემპიონატის ზედიზედ 12 მატჩში გოლი.
თუმცა მეორე მხრივ ლურჯები საშიშროების ქვეშ დგანან სახლში ჩატარებულ ზედიზედ 5 მატჩში გაუშვან მინიმუმ 2 გოლი, რაც 1991 წლის შემდეგ არ მომხდარა (ზედიზედ 8 მატჩი).
მაურისიო პოჩეტიონს გუნდს ჩემპიონატში ერთი გამარჯვება სჭირდება, რათა წინა სეზონის შედეგი (11) გაიმეოროს.
კოულ პალმერმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან და მის ანგარიშზე 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
ინგლისელმა სტემფორდ ბრიჯზე დაწყებული ბოლო 5 შეხვედრიდან ყველაში მოახერხა გოლის გატანა.
პალმერმა ბარნლის ამ სეზონის პირველ მატჩშიც გაუტანა გოლი თერთმეტმეტრიანის საშუალებით.
ნიკოლას ჯექსონს ამ სეზონში ჩატარებულ 24 თამაშში 9 გოლი და 9 ყვითელი ბარათი აქვს. მას შეუძლია გახდეს მე-3 მოთამაშე, რომელიც სადებიუტო სეზონში 10 გოლს და 10 ბარათს დააგროვეს. აქამდე ეს პაოლო დი კანიომ (1997-98) და ჩარლი ადამმა (2010-11) მოახერხეს.
ბარნლი
ბარნლიმ ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლი მოაგროვა, პირველად მოხდა, როცა გუნდმა ამ სეზონში ზედიზედ ორი მატჩი არ წააგო.
ბარნლიმ ცხრავე გასვლითი თამაში წააგო, როცა პირველი გოლი გაუშვა.
ვინსენტ კომპანი შეიძლება გახდეს მე-3 მწვრთნელი, რომელიც პრემიერ ლიგაში თავისი პირველი 30 მატჩიდან ოცს წააგებს. მიკ მაკკარტი (26), გრემ ტეილორი (21).
ბარნლიმ ჩემპიონატში სამივე თამაში მოიგო, სადაც ჯეიკობ ბრუუნ ლარსენმა გოლი გაიტანა.
ურთიერთშეხვედრები
ჩელსის ერთადერთი მარცხი ბარნლისთან ჩატარებულ 17 პრემიერლიგურ მატჩში 2017 წელს ფიქსირდება (12 მოგება, 4 ფრე).
ლურჯებს ზემოთ აღნიშნულ ჩვიდმეტივე შეხვედრაში აქვთ გოლი გატანილი, რაც მათი საუკეთესო შედეგია ერთი გუნდის წინააღმდეგ.
თუმცაღა ბარნლიმ ჩელსისთან 5-დან 4 დაუმარცხებელი მატჩი სტემფორდ ბრიჯზე ჩაატარა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩელსი - პეტროვიჩი; გუსტო, დისასი, სილვა, ჩილუელი; კაისედო, ენცო; პალმერი, გალაჰერი, მუდრიკი; ჯექსონი.
ბარნლი - ტრაფორდი; ასინიონი, ო'ში, ესტევი, ტეილორი; ვიტინიო, კალენი, ბერგი, ლარსენი; ოდობერტი, ფოსტერი.
მატჩის მთავარი არბიტრი დარენ ინგლენდი იქნება, რომელსაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს განსჯილი, მან მოთამაშეებს ჯამში 41 ყვითელი ბარათი უჩვენა და მხოლოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ
21 საათის წინ
2 დღის წინ