შესვლა

burger

კონფლიქტი ბაიერნსა და დევისს შორის - ფეხბურთელი რეალს უახლოვდება

ფონტის ზომა
TT

ალფონსო დევისი და ბაიერნი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.

 

ჟურნალისტის კრისტიალ ფალკის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელს ახალ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად დედლაინი დაუწესა, რაც კანადელის მხარეს კატეგორიულად არ მოეწონა.

 

„არ მოგვწონს კლუბის მიერ დაწესებული დედლაინი. ალფონსოს არ უნდა კონტრაქტის ისე გაფორმება, რომ არ ეცოდინება, ვინ იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი და რა გეგმები აქვს კლუბს ზოგადად. ამდენი თვეა კონტრაქტზე გაუგებრობა გვაქვს, რამდენჯერმე ხელმძღვანელობასთან დაკავშირებაც წარუმატებლად ვცადე, ახლა კი თავად გაგვიკეთეს შეთავაზება და თან დედლაინიც დაგვიწესეს.

 

ვფიქრობ, არასწორია, რომ დამნაშავედ ახლა ალფონსოს გამოყვანას ცდილობენ და მასზე მოდის შეტევა. სეზონის ბოლოს გვინდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რას გადავწყვეტთ მომავლისთვის." - აღნიშნა ფეხბურთელის აგენტმა.

 

თავის მხრივ, ბაიერნი თავის თავდაპირველ გეგმას არ ცვლის - დევისი ან ახლავე აფორმებს ახალ კონტრაქტს, ან ზაფხულში ის გაიყიდება, რადგან კლუბს მისი 2025-ში უფასოდ დაკარგვა არ სურს.

 

ამ ეტაპზე ყველაფერი ფეხბურთელის რეალში მოახლოვებულ ტრანსფერს მოასწავლებს, თუ უახლოეს პერიოდში სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, კანადელი ახალი სეზონიდან ესპანეთში ითამაშებს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.