Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე იაუბრა.
ამ ეტაპზე ლივერპული ცხრილს 67 ქულით ლიდერობს, არსენალს 65 ქულა აქვს, სიტის კი - 64.
„შეფილდზე ვართ კონცენტრირებულები და არა იმაზე, ფავორიტი ვინ არის. დარწმუნებული ვარ, 4 თებერვალს არსენალთან რომ წავაგეთ, ჩამოგვწერეს და ფავორიტებად აღარ მიგვიჩნევდნენ, მაგრამ ეს საერთოდ არ მაღელვებს.
ერთ-ერთი მთავარი რამ ასეთ პეროდში არის ნაკლები ყურადღების მიქცევა. ემოციები ხან ჩქეფს, ხან მშვიდდება. ჩვენ პროფესიონალები უნდა ვიყოთ და ეს ემოციები სწორი მიმართულებით გავუშვათ, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. კარგი ფეხბურთის თამაში ვცადოთ, იქ კი ვნახოთ, რა გამოვა.
არანაირი გარანტიები არ არსებობს, არის მხოლოდ შესაძლებლობები. რაც უფრო აშკარაა შესაძლებლობა, მით მეტია ალბათობა, რომ მათ გამოიყენებ." - აღნიშნა კლოპმა.
კომენტარები
20 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
12 დღის წინ