შესვლა

burger

კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა და შტურმს ქულა მოუპოვა

ფონტის ზომა
TT

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში გრაცის შტურმი ჩემპიონატის ლიდერ ზალცბურგს ესტუმრა.

 

შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, სტუმართა მხრიდან კი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-80 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და გრაცელებს მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა.

 

Sofascore-მა კიტეიშვილს 7.6 შეფასება დაუწერა, რაც გრაცელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია.

 

საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

 

შტურმი კი 38 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ზალცბურგს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.