შესვლა

burger

კიტეიშვილი ნაკრებში საგოლე გადაცემით მოდის

ფონტის ზომა
TT

ავსტრიის ბუნდესლიგაში შტურმი კლაგენფურტს დაუპირისპირდა.

 

შეხვედრა გრაცელთა გამარჯვებით 0-4 დასრულდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა. 

 

23-ე წუთზე ქართველის პასის შემდეგ სლოვენიელმა ტომი ჰორვატმა გაიტანა გოლი და ანგარიში 0-3 გახადა.

 

კიტეიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს.

 

შტურმი ამ გამარჯვებით ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის სათავეში მოექცა და ზალცბურგს 1 ქულით უსწრებს.

 

ქართველ ნახევარმცველს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

 

კიტე სანაკრებო შეკრებაზე კარგი განწყობით ჩამოდის.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.