შესვლა

burger

კაშია: "არ ვიცი, რამდენად ჭკვიანური იყო ლუქსემბურგელის მხრიდან კანკავასთან კამათი"

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ლუქსემბურგთან მატჩი შეაფასა.

 

„ბიჭები შევთანხმდით, რომ ემოციურად არ დავიხარჯებით. რა თქმა უნდა გვიხარია ფინალში გასვლა, ეს დიდი წარმატებაა ჩვენთვის, მაგრამ გვინდა რომ მშვიდად ვიყოთ, ძალები აღვიდგინოთ და ფინალისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ.

 

მადლობა გულშემატკივარს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მუხტი მოგვცეს. მოწინააღმდეგე გუნდს რაღაც თითქოს შიში ჰქონდა, იმიტომ რომ ისეთი მუხტი იყო სტადიონზე, ემოცია მოდიოდა გულშემატკივრისგან, რაც ძალიან ძალიან მაგარია. დარწმუნებული ვარ, არავის არ სიამოვნებს ჩვენს წინააღმდეგ თამაში ასეთ გარემოში.

 

რატომ გადავეცი სამკლაური ჯაბას? ამის გაკეთება თავიდანვე მინდოდა. ჩემი სურვილი იყო, მის მიმართ პატივისცემა გამომეხატა. ის ჩემამდე იყო კაპიტანი, შემდეგ წავიდა, ახლა დაბრუნდა, მე კი ამ ჟესტით მინდოდა მის მიმართ პატივისცემა გამომეხატა, რადგან ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და ძმაკაცია.

 

ჟერსონ როდრიგესის პროვოკაციული ქმედება ჯაბას მიმაღთ? მეც მომივიდა მასთან რამდენჯერმე კამათი, ის ასეთი ტიპის ფეხბურთელია, პირად შეურაცხყოფებზე მარტივად გადმოდის.

 

არ ვიცი, რამდენად ჭკვიანური იყო მისი მხრიდან ჯაბასთან კამათი. ჩემთან შეიძლება რაღაც შანსი კიდე ჰქონოდა, ჯაბასთან კამათი კი... არ მესმის, რატომ. ალბათ იმედგაცრუებული იყო, რომ 0:2 იყო, წითელი ბარათი ჰქონდათ, ხდება ხოლმე.

 

ახლა გვინდა, რომ ძალები აღვიდგინოთ, რაც შეიძლება უკეთ დავისვენოთ და 26-ში ისევ ახლიდან დავიწყოთ თამაში." - აღნიშნა კაშიამ Geo Team-თან საუბარში.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.