Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარიმ ბენზემა ალ იტიჰადის განაცხადში ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ფრანგს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, მარსელო გალიარდოსთან მოუვიდა კონფლიქტი - კარიმმა ინდივიდუალურად ვარჯიშზე უარი თქვა და ვარჯიში დატოვა. შედეგად, ის ალ ტაისთან (3:0) მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.
15 თებერვალს ალ იტიჰადი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ნავბახორს დაუპირისპირდება. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, გუნდს თითოეულ მატჩზე მაქსიმუმ ხუთი ლეგიონერის გამოძახება შეუძლია.
საუდური კლუბის მწვრთნელმა არჩევანი აჰმედ ჰეგაზიზე, ნგოლო კანტეზე, ფაბინიოზე, რომარინიოზე და აბდერაზაკ ამდალაზე შეაჩერა. ბენზემა განაცხადში ვერ მოხვდა და საუდის არაბეთში ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს.
ფეხბურთელის განაცხადში ვერ მოხვედრის ოფიციალურ მიზეზად კი ცუდი ფორმა სახელდება.
კომენტარები
18 საათის წინ
5 დღის წინ
8 დღის წინ
19 დღის წინ