Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის ყოფილი მცველი და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი ჯეიმი კარაგერი, მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მდგომარეობაზე საუბრობს.
„კლუბის INEOS-ის მიერ ყიდვის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის რანგში, სასამართლოს წინაშე წარსდგება. ფაქტობრივად, ის სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელია. თუ შედეგები არ გაუმჯობესდება, მას წასვლა მოუწევს.
ეს ხელმძღვანელობაში ცვლილებების ერთადერთი შედეგი იქნება. ყოველთვის, როცა კლუბში ახალი ინვესტიციები მოდის, ყველა განყოფილება გადის შემოწმებას, განსაკუთრებით კი ის, რომელიც შეფერხებებით მუშაობს.“ - აღნიშნა კარაგერმა.
20 ტურის შემდეგ მან იუნაიტედი პრემიერ ლიგაში 31 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
კომპანია INEOS-ის მფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა მანჩესტერ იუნაიტედის აქციების 25% რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად შეისყიდა და შეთანხმების თანახმად, ის კლუბის სპორტულ ცხოვრებაში მაქსიმალურად იქნება ჩართული.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ