Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ მანჩესტერის მცველი, ლისანდრო მარტინესი, პრემიერ ლიგისთვის ზედმეტად დაბალია.
არგენტინელი ცენტრბეკის სიმაღლე 175 სანტიმეტრია.
„ამას მაშინაც ვიძახდი, როცა მანჩესტერი მას ყიდულობდა, მაგრამ ლისანდროს სიმაღლე მართლა ძალიან მაღელვებს. მწვრთნელი რომ ვიყო, ასეთ დაბალ მცველს გუნდში არასდროს არ მოვიყვანდი, კონკრეტულად მას არაფერს ვერჩი. როგორც ფებურთელი მომწონს კიდეც, დიდი სულისკვეთება გააჩნია, ბურთსაც კარგად ფლობს და აგრესიულიც არის.
20 წლის წინ ფლანგის მცველის პოზიციაზე მათამაშებდნენ. როგორც წესი, 4-მცველიან სქემაში ერთ-ერთი ფლანგის მცველიც მაღალი იყო ხოლმე, რათა სტანდარტებზე გუნდს დახმარებოდა.
ახლა კი ფეხბურთი ისეთი გახდა, რომ ფლანგის მცველები ვინგერების სიმაღლის არიან, გუნდში აღარ არიან მსხვილი ფეხბურთელები და არც ისე ხშირად შეგხვდებათ გუნდი მაღალი ფორვარდით.
ასე რომ, ცენტრალური მცველების წყვილი მინიმუმ 190-195 სნატიმეტრი უნდა იყოს - სტანდარტებზე თამაშისთვის. გუნდს როგორც მინიმუმ ორი ბოძი უნდა ჰყავდეს.“ - აღნიშნა კარაგერმა.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
21 საათის წინ
2 დღის წინ