Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარაბაო თასის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში ლივერპული ფულემს ესტუმრა.
პირველი დაპირისპირება ენფილდზე წითლებმა 2-1 მოიგეს, დღეს კი ტაბლოზე 1-1 დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მატჩის ჯამში მერსისაიდელებმა 2-3 იმარჯვეს.
მე-11 წუთზე ანგარიში ლუის დიასმა გახსნა, 77-ე წუთზე კი ისა დიოპმა გაქვითა გოლი.
ლივერპული კარაბაო თასის ფინალში მეთოთხმეტედ გავიდა, 4-ით მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდი. 3-ჯერ კი ეს პირადად იურგენ კლოპმა მოახერხა. წინა 13 შემთხვევიდან 9-ჯერ გუნდი გამარჯვებული გამოვიდა.
ლივერპულს ფინალში ლონდონის ჩელსი შეხვდება, რომელმაც მიდლსბრო ორი შეხვედრის ჯამში 6-2 გაანადგურა.
კარაბაო თასის ფინალი 25 თებერვალს უემბლიზე გაიმართება.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
2 დღის წინ