Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა კაფუმ, ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის არშემდგარ დანიშვნაზე ისაუბრა.
იტალიელის პენტაკამპეონებში დანიშვნაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა, თუმცა საბოლოოდ ანჩელოტიმ რეალთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და აღნიშნა, რომ რეალში დარჩენა თავიდანვე მისი პრიორიტეტი იყო.
- ბევრი იწერებოდა ანჩელოტის ბრაზილიაში შესაძლო მოსვლაზე. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ნაკრებში უცხოელი მწვრთნელი დაინიშნოს? თქვენთვის ეს ნორმალურია?
არა, ნორმალური არანაირად არ არის. უცხოელი მწვრთნელი არასდროს არ გვყოლია. თან, მას თავადაც არასდროს არ უთქვამს, რომ ბრაზილიაში სურს მუშაობა, ან რომ კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელი ფანები თავიდანვე მის მიმართ მცირე უნდობლობით განეწყვნენ.
როცა ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნე, წესით გინდება, რომ ამის შესახებ მთელ მსოფლიოს გააგებინო, ყველას უთხრა. ანჩელოტი კარგი მწვრთნელია, რომელსაც კარგად ესმის და უყვარს ფეხბურთი." - აღნიშნა კაფუმ.
კომენტარები
3 დღის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ
20 საათის წინ