Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გრძელდება NBA-ს საპლეიოფო სერიები. მეოერე თამაში გაიმართა ბოსტონ სელტიკსსა და კლივლენდ კავალიერსს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 94-118 დასრულდა.
მოგებულ გუნდს დონოვან მიჩელმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კლივლენდმა სერიაში ანგარიში 1-1 გახადა.
გუნდებს შორის მესამე შეხვედრა 12 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, იგივე სიტუაციაა ოკლაჰომა სიტი თანდერსა და დალას მავერიქსს შორის. დალასმა მეორე მატჩი 110-119 მოიგო და სერიაში ანგარიში აქაც გათანაბრდა (1-1).
ლუკა დონჩიჩმა და პიჯეი უოშინგტონმა 29-29 ქულა მიითვალეს და მავერიქსს გამარჯვებაში დაეხმარნენ, შეი გილჯეს-ალექსანდერის 33 ქულა კი საკმარისი არ არ აღმოჩნდა.
დალასისა და ოკლაჰომას მესამე თამაში 11 მაისს შედგება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
25 დღის წინ
20 საათის წინ
10 დღის წინ
25 დღის წინ