Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკრაინის ჩემპიონატის 28-ე ტურში დონეცკის შახტარი კიევის დინამოს დაუპირისპირდა და მეტოქე 1-0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე გეორგი სუდაკოვმა პენალტის საშუალებით გაიტანა.
ამ გამარჯვებამ დონეცკელებს ჩემპიონობა მოუპოვა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შახტარმა სწორედ კიევის დინამოს 7 ქულით გაუსწრო და უკრაინის ჩემპიონატი ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო.
უკრაინის ჩემპიონები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გახდნენ. ეს უკანასკნელი დინამოსთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაშიც იყო.
გოჩოლეიშვილმა საჩემპიონო სეზონში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 10-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. აზაროვმა კი 22 შეხვედრაში ითამაშა და 18-ჯერ სასტარტოში იყო, გიორგის მსგავსად ირაკლისაც 1 ასისტი ჰქონდა.
შახტარის წევრია ახალგაზრდა ქართველი მცველი ლუკა ლაცაბიძეც, რომელსაც ძირითად გუნდში შანსი ჯერ-ჯერობით არ ეძლევა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
11 საათის წინ
15 დღის წინ
16 დღის წინ
10 დღის წინ