Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
აზიის თასის 1/4 ფინალში სამხრეთ კორეა ავსტრალიას დაუპირისპირდა.
მატჩში ანგარიში 42-ე წუთზე კრეიგ გუდვინმა გახსნა, ავსტრალიელებს შეხვედრის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კერძოდ 96-ე წუთზე, სამხრეთ კორეელთა ლიდერი ჰინ-მინ სონი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წააქციეს, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ვულვზის შემტევმა ჰი-ჩან ჰვანმა შეასრულა.
მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. 104-ე წუთზე ავსტრალიელთა საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა, ბურთთან ტოტენჰემის ლიდერი მივიდა და მეტ რაიანის კარი აიღო.
HEUNG-MIN SON IS HIM. 😤 pic.twitter.com/81hROEDPB3
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) February 2, 2024
ასე და ამგვარად, სამხრეთ კორეელებმა სონის თაოსნობით შეხვედრა შემოატრიალეს და აზიის თასის 1/2 ფინალში გავიდნენ, სადაც იორდანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ტაჯიკეთი 0-1 დაამარცხა.
მეორე 1/2 ფინალური წყვილი ხვალ გაირკვევა (ირანი - იაპონია, კატარი - უზბეკეთი).
კომენტარები
7 დღის წინ
2 თვის წინ
11 დღის წინ
16 დღის წინ